მეცხრე დღე
დავასრულეთ სლაიდები მოსწავლეთა ნაშრომებში, ასევე დავასრულეთ ბუკლეტები,
თვითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ პროექტი პრეზენტაციის სახით.
პირველი პრზენტაცია გააკეთა ქალბატონმა ქეთევანმა. პროექტი ეხებოდა შემდეგ თემას: ,,არა-სიგარეტს, არა-ნარკოტიკს, არა- ალკოჰოლს." ცალიან ამომწურავად და საინტერესოდ წარმოადგინა ეს პროექტი.
მეორე პრეზენტაცია გააკეთა ქალბატონმა ხათუნა მირველაშვილმა ,,არტერიულ წნევა"სთან დაკავშირებით. რა გზებით შევეცადოთ ავიცდინოთ არტერიული წნევა კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით. საინტერესო და ამომწურავად ისაუბრა ამ თემაზე.
მესამე პრეზენტაცია თემაზე ,,კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში", თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება და მისი მნიშვნელობა, როგორ ამარტივებს იგი ცხოვრებას.მაგდა დოჭვირმა წარმოადგინა პრეზენტაცია.
მეოთხე პრეზენტაცია გააკეთა ქალბატონმა მაკამ, ,,არა ძალადობას", შუშანიკის წამების მიხედვით, ამით ცდილობს ბავშვებს დაანახოს უარყოფითი მხარე და შედეგები.
საინტერესოდ და ლაკონურად საუბრობდა.
მეხუთე პრეზენტაცია წარმოგვიდგინა ქალბატონმა დიანა იასეშვილმა, პროექტზე ,,რემონტი ჩემს სახლში". ისაუბრა ფართობის , პერიმეტრზე და მათემატიკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მეექვსე პრეზენტატორი გახლდათ ქალბატონი თამილა, თემა ,,მსოფლიოს 7 საოცრება", ხაზი გაუსვა იმას, რომ წარსულის და ისტორიის ცოდნა , აუცილებელია. როგორი იყო წარსულში განვითარებული კულტურა და ხელოვნება.
მეშვიდე პრეზენტაცია გააკეთა კალბატონმაეკატერინე ტუღუშმა. თემაზე ,,ტუბერკულოზი". რა საფრთხეები არის და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება. ასევე დაინფიცირებულ ადამიანთა სწორი კონტაქტი. ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია ტუბერკულიოზის თავიდან ასაცილებლად.
მერვე პრეზენტატორი გახლდათ კალბატონი მაია ლომიშვილი, თემაზე ,,თავისუფლება ადამიანის არსს ახასიათებს, ხოლო ცოდვას- ამ თავისუფლებით ბოროტად გამოყენება". ჯეინ ეარის მიხედვით. როგორ სცორად ესმით თავისუფლების
თემა.
მეცხრე გახლდათ ეკატერინე თუთაშვილი. თემა,,ოპერა,,აბესალომ და ეთერი". ბავშვებს შევასწავლოთ და შევაყვაროთ ოპერა, მისი შემადგენელი ელემენტების გაცნობა,სწორი მოქცევა ოპერაში .
მეათე მომხსენებელი გახლდით მე თამარი, თემაზე ,,გლობალური დათბობა".
მეთერთმეტე პრეზენტაცია გააკეთა ნათია გარუჯავამ ,,მთის ტრადიციები და ადათწესები", რომ მთის მოსახლეობა უფრო იცავს ტრადიციებს ვიდრე ქალაქში.საჭიროა ტრადიციების დაცვა. მადლობა ყველას. ყველა მიყვარხართ.
No comments:
Post a Comment